წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს – „ბაქსი ნატურალეს“-ს (შემდგომში ნატურალეს) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ naturale.ge ვებ-გვერდის გამოყენებას.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ნატურალე თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
ნატურალეს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით ნატურალეს-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და naturale.ge ზე შეძენილი ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას.
ვინაიდან მომხმარებელს აქვთ სურვილი გახსნას ნატურალეს პლატფორმაზე პირადი ანგარიში რათა, პლატფორმის მეშვეობით შეიძინოს პროდუქცია, ნატურალე და მომხმარებელი თანხმდებიან დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება მომხმარებელის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება, ნატურალეს პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის ყიდვა, და შესაბამისი საფასურის გადახდა.
გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.
ყველა მომხმარებელი რომელსაც სურს naturale.ge -ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. ნატურალე უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებელისშემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
- ტერმინთა განმარტება
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
1.1. ანგარიში – ნიშნავს მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
1.2. ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;
1.3. გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;
1.4. ვებ-გვერდი – ნიშნავს naturale.ge-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;
1.5. მომხმარებელი (მყიდველი) – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს naturale.ge -ს პლატფორმის საშუალებით შეიძინოს პროდუქცია;
1.6. ნატურალე, ჩვენ ან ჩვენი – ნიშნავს naturale.ge -ს, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 405149735, რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი, ვაკე საბურთალოს რაიონი, დიდი დიღომი 3, N11,
1.7. მხარეები – ნიშნავს ნატურალეს და მის მომხმარებლებს;
1.8. naturale.ge პლატფორმა -ნატურალეს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს მის ვებ-გვერდს.
1.9. ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
1.10. უნივერსალური იდენტიფიკატორები – naturale.ge -ს მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს naturale.ge -ს რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;
1.11. წვდომის კოდ(ებ)ი – კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც naturale.ge შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებასთან წვდომისათვის;
1.12. ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და naturale.ge -ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2. განცხადებები და გარანტიები:
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
2.1. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს ნატურალეს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
2.2. აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
• გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
• მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
2.3. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
2.4. პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
2.5. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ნატურალემ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
2.6 მომხმარებელი აცნობიერებენ და ადასტურებენ, რომ:
2.6.1 ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
2.6.2 არ გამოიყენებენ რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;
3. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება
მომხმარებელის მიერ naturale.ge-ს მომსახურებით სარგებლობისათვის:
3.1 მომხმარებელი რეგისტრირდება ნატურალეს ვებ-გვერდზე – www.naturale.ge
3.2 რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა მას ინახავს არა ღია სახით, არამედ მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა.
3.3 რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება ნატურალეს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს;
3.4 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ვებ გვერდზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს მათ კალათაში მათი ყიდვის მიზნით.
3.5 ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანის და გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის პროცედურას.
3.6 თუ მომხმარებელს უჩნდება დამატებითი კითხვები მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით იგი უკავშირდება ნატურალეს ცხელ ხაზსს 555505199 ან ელ.ფოსტაზე soap@naturale.ge
3.7 მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.
3.8 მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
3.9 მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ნატურალეს იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან /ზარალთან დაკავშირებით.
3.10 მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. ნატურალე არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე.
4. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
4.1 მომხმარებლის სახელი – დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია;
4.2 პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე. პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას მომხმარებლის სურვილისამებრ.
4.3 მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.4 მომხმარებლის პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო ნომერი;
4.5 მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი – ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5.ავტორიზაცია
5.1 ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
5.2 ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.
6. მომხმარებელის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება, ყიდვა, მიღება და ტრანზაქციის გაუქმების პირობები
6.1 ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელი ვებ-გვერდის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
6.2 ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
6.3 მომხმარებელი „დასტურის“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
6.4 პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.
6.5 მომხმარებელი ნატურალეს პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
6.6 მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის დაბრუნების უფლებით, თანდართული დაბრუნების პოლიტიკის მიხედვით.
6.7 მომხმარებლის მიერ ნატურალეს პლატფორმის საშუალებით არჩეული ნივთი შეძენილად ითვლება და მომხმარებელს ნივთზე საკუთრების უფლება გადაეცემა მას შემდეგ, რაც ეს ნივთი კომპანიის მიერ მომხმარებელს ან მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ პირს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მიტანის ადგლას ჩაბარდება.
6.8 კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის გაუქმება.
6.9 თუ კომპანია გააუქმებს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა კომპანიის მიერ ტრანზაქციის გაუქმებამდე.
6.10 შეკვეთა შესაძლოა დაკორექტირდეს მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციით და შეკვეთის თანხებს შორის სხვაობის დამატებით ჩამოჭრას ან დაბრუნებას მომხმარებელი ადასტურებს თავისი პროფილიდან „დასტური“-ს ღილაკზე დაჭერით ან ნატურალეს ოპერატორთან სატელეფონო საუბრისას.
7. ნატურალესა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება
7.1 მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.
7.2 საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის შპს ბაქსი ნატურალე.
7.3 მომხმარებლებს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
7.4 მომხმარებელი ნატურალესთან-სთან ანგარიშსწორებას ახდენს ქართული ბანკების VISA და MASTERCARD ბარათით www.naturale.ge -ს საიტზე
8. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
8.1 ნატურალე უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პლატფორმით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან;
8.2 მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ნატურალეს პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.
9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
9.1 წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
9.2 მომხმარებელის მიერ ამ პირობებით და მის მიერ პროდუქტის შეძენისას, პროდუქტის საფასურის სრულად და ჯეროვნად ნატურალესთვს გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას. ფულადი ვალდებულების შესრულება არ იწვევს წინამდებარე წესების და პირობების შეწყვეტას;
10. მარეგულირებელიკანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
10.1 წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო
10.2 ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
10.3 თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.
11. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა
11.1 წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება ნატურალეს მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა, პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. პირობების ყოველი არსებითი ცვლილებისას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა განაცხადოს თანხმობა ნატურალეს პლათფორმით სარგებლობისას.
12. ერთიანი ხელშეკრულება
12.1 წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
13. ნივთის შეძენა და მიღების წესი
13.1. მომხმარებელი ნატურალეს პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
13.2. შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
• თავად შემძენი (მომხმარებელი) პირადად;
• მომხმარებელის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
13.3. თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ პროდუქტს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან ნატურალეს უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, ტელეფონი და მისამართი, რათა ნატურალემ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
14. ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა
14.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვეს ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე – naturale.ge-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
15. გარდამავალი დებულებები
15.1. წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
15.2. მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია ნატურალეს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია
15.3. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
15.4. ნატურალეს უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს ვებ-გვერდის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
15.5. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ნატურალეს იურიდიული მისამართი;
15.6. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;