Description
ტონიკი – კანის გასუფთავების და ტონიზირების ბოლო ეტაპია. ის აღადგენს კანის ბუნებრივ მჟავიანობას; ანეიტრალებს ხისტი წყლის უარყოფით გავლენას; კვებავს კანს ანტიოქსიდანტებით, რომელიც ხელს უშლიან დაბერების პროცესს, ავიწროებს ფორებს, ატენიანებს კანს და ანიჭებს მას ტონუსს. ამზადებს მას კრემის დასატანად.
ტონიკი ცხიმიანი და კომბინირებული კანისათვის, დამატენიანებელი, სებორეამარეგულირებელი და ეპიდერმისის აღმდგენელი კომპონენტების (ბისაბოლოლი, ფურისულას ზეთი, პიტნის და ლიმნის ეთერზეთი) დახმარებით იდეალურად ატენიანებს და ამშვიდებს ცხიმიან და კომბინიერებულ კანს. არეგულირებს ცხიმის სეკრეციას
მოც: 100 მლ






ნინი –
ამშვიდებს და წმენდს სახის კანს😍 ჩემი დიდი რეკომენდაცია ბრენდს და ტონერს❤️❤️❤️