აღწერა
შამპუნი სულფატების გარეშე დელიკატურად ასუფთავებს თმას და კანს, არ აზიანებს კანის დამცველ შრს, არ აშრობს მას; ხელს უწყობს თმის ფოლიკულების გაძლიერებას, ეფექტურია თმის ცვენის დროს; ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
შაპმუნი ეფექტურად ებრძვის ფსორიაზს, ქერტლს, ცხიმიან სებორეას და თმის ცვენას.
- შამპუნის შეიცავს გამოლექილი გოგირდს, რომელიც ფართოდ გამოიყენება კანის პრობლემებისას, კერძოდ ინფექციურ გამონაყარის, ფსორიაზის, ნეიროდერმიტის, კანის სოკოვანი ინფექციების დროს.
- შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ კომპონენტებს და „მწვანე“ ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს!
- არ შეიცავს სულფატებს, პარაბენებს, ქიმიურ არომატიზატორებს და საშიშ კონსერვანტებს.
მოცულობა: 450 მლ
Khatius –
მინდა, გაგიზიაროთ ჩემი კმაყოფილება გოგირდის შამპუნით:
თავის კანი მქონდა გამომშრალი ნიადაგივით, რომ სკდება და მოზაიკას ემსგავსება, ფუფხებივით მქონდა კანი, ქავილის შეგრძნება და მავნე ჩვევად მექცა ამ ფუფხების აძრობა. ათასგვარი შამპუნი მიხმარია წლების განმავლობაში, აბუსალათინის და სხვა ზეთების მუდმივი გამოყენებით ვცდილობდი კანის დატენიანებას და ეს პრობლემა მაინც უცვლელად მრჩებოდა.
ნატურალური, ეფექტური, ხელმისაწვდომი და ადგილობრივი წარმოების (ჩვენი ეკონომიკის ხელშეწყობის მოტივით) პროდუქტების ძიებაში მოვაგენი “ნატურალეს”.
გოგირდის შამპუნით სადღაც 3 დაბანის შემდეგ უკვე შევნიშნე სიმშრალის შემცირება. დაცლილი არ მქონდა ბოთლი, მეორე ვიყიდე. 2 თვეა, რაც ვიყენებ და აღარც ფუფხები მაქვს, აღარც ქავილი მაწუხებს, ბოლო ხანს დაწყებული თმის ცვენაც საგრძნობლად შემიმცირდა და ნორმის ფარგლებში ჩადგა. ასეთი ეფექტური მართლა არაფერი ყოფილა, რაც გამომიყენებია აქამდე.
სანდრო –
ნამდვილად ძალიან კარგი შამპუნია.დიდი ხნის ძებნის შემდეგ მხოლოდ ამ შამპუნმა მიშველა.
თათუნა გვერდწითელი –
ძალიან კარგი შამპუნია, საშინლად გამომშრალი თმა მქონდა და ფუფხებივით იწვევდა ხოლმე შამპუნების უმეტესობა, ქავილის შეგრძნებაც მქონდა და გამოყენების შემდეგ, კარგად გაწმინდა და დაატენიანა და ეგ შეგრძნებაც არ მქონია, კმაყოფილი ვარ და კიდევ გამოვიწერ, პრობლემის დარეგულირების შემდეგ, სხვა შამპუნის ვცადე და ისიც მომეწონა.