პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა
ნატურალე, პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 5 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ ან შეცვალოთ შეძენილი პროდუქტი ქვემოთ მითითებული წესის დაცვით:
- პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის წესი:
1.1. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ ნატურალეს საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;
1.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ელ. ფოსტის მისამართზე: support@naturale.ge
1.3. პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
1.4. პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს ნატურალე საკუთარი ან/და სატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორის საშუალებით, მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
1.5. პროდუქტის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი).
1.6. პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
1.6.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
1.6.2. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
1.6.3. არ მომხდარა პროდუქტის გამოყენება/გახსნა, არ არის დარღვეული პროდუქტის სასაქონლო იერსახე და პროდუქტს თან ახლავს ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რაც თან ახლდა მისი მომხმარებლისთვის ჩაბარების მომენტში.
1.6.4 მომხმარებლის თანხმობით შესაძლებელია პროდუქტის შეცვლა პირველადი შეკვეთის შესაბამისად
2. ანაზღაურების წესი:
2.1. ნატურალე მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხა
2.2. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
2.3. ნატურალე მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 15 სამუშაო დღის ვადაში.